The Times of Israel "ჰამასთან" დაკავშირებულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა ჯამილა ალ-შანტი. ის "ჰამასის" თანადამფუძნებლის, აზიზ ალ-რანტისის ქვრივი და პირველი ქალია, რომელიც "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს წევრად აირჩიეს.
ალ-შანტი 2021 წელს აირჩიეს "ჰამასის" პოლიტიკურ ბიუროში, გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლეს ორგანოში. მისი ქმარი, აზიზ ალ-რანტისი 2004 წელს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.